სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - კრამონი
"მთავარი არხის" დამფუძნებლის შეწყალებას პოზიტიურად აფასებს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი. ევროდეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყნის ინტერესში შედის.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას ის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, კიდევ რამდენიმე წინაა", - წერს კრამონი.
ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, პირდაპირ ტქვა, რომ ის მთავარი არხის გენერალური დირექტორი აღარ იქნება, თუმცა, სად გააგრძელებს საქმიანობას და იქნება თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.