თავმოყვარეობის და ღირსების განცდა სად დარჩათ, არ ვიცი - ბესელია პრორუსულ ჯგუფებზე
ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ პრორუსული ჯგუფების გააქტიურებას და სალომე ზურაბიშვილზე მიტანილ იერიშს ეკა ბესელია ეხმაურება. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნო, მის სასახლესთან აქცია გამართეს პრორუსულმა ჯგუფების წარმომადგენლებმა, დაწვეს ევროკავშირის დროშა და დღეს საპროტესტო აქცია დააანონსეს.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის შეფასებით, საქართველო ახლა არჩევანის წინაშეა - რუსეთი ან დასავლეთი და ამაზე საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი ცნობილია.
რაც შეეხება დაგეგმილ თავდასხმებს, რაღაც PR აქციებს და ამ ძალიან სამარცხვინო ქმედებებს და როგორ არ ერიდებათ პრორუსული განწყობის ადამიანებს, რომ შენს ოკუპირებულ ქვეყანაში, რომ შენს პრორუსულ განწყობებს ახმოვანებ, საერთოდ როგორ აძლევენ თავს ამის უფლებას. ეს საკუთარი თავმოყვარეობის და ღირსების განცდა სად დარჩათ, არ ვიცი, პრეზიდენტს ამის შიში არ აქვს,“ - ამბობს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას თქმით, ახლა ერთობის დროა და ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის უნდა გაერთიანდეს.