ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი არ არის მანამ, სანამ მას ივანიშვილის რეჟიმი მართავს - ბოკერია
„ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი არ არის მანამ, სანამ მას ივანიშვილის რეჟიმი მართავს,“ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებას.
ბოკერიას თქმით, გვარამიას საქმე ნამდვილად პოლიტიკურად მოტივირებული იყო, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება კი დაგვიანებული, თუმცა სწორი. ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, კარგად უნდა გაიაზროს საზოგადოებამ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ოპონენტების დევნით და დაკავებით ვაჭრობს. ბოკერია განმარტავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს აქამდეც ჰყოლია პოლიტიკური პატიმრები, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების აქტიც გამოუყენებია, თუმცა, ამას რეალური ხელშესახები წინსვლა არ მოყოლია.
მთავარი რიტორიკული კითხვა ჩემი მხრიდან ამ ამბის შემდეგ არის - ამ ამბის შემდეგ არსებითად გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა, რეალურად დავუახლოვდით თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენს დასავლურ იდენტობას, ევროპულ მომავალს - სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არის - არა. ჩვენ გვახსოვს წარსულში არაერთი შემთხვევა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა შეწყალების ინსტურმენტით, დაგროვილი გვაქვს გამოცდილება, რომ ქვეყანა ამას წინ არ წაუყვანია საბოლოო ჯამში. მეტიც, გვქონდა საფუძველი, რომ გვენახა, რომ ივანიშვილი ამ საქმეებს იყენებდა როგორც მძევლებით ვაჭრობას როფგორც ქწვეყნის შიფგნით, ისე ქვეყნის გარეთ,“ - ამბობს გიგა ბოკერია.