ინსტიტუტის დაკნინება, უფლებამოსილების შეზღუდვა, თავდასხმები - ხატია დეკანოიძე "ოცნების" მოსალოდნელ იერიშზე

23.06.23 14:53
ინსტიტუტის დაკნინება, უფლებამოსილების შეზღუდვა, თავდასხმები - ხატია დეკანოიძე "ოცნების" მოსალოდნელ იერიშზე

თავდასხმები შეიძლება გაძლიერდეს, გახშირდეს, - ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტზე ქართული ოცნება და პრორუსული დაჯგუფებები ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ იერიშს მიიტანენ.

ხატია დეკანოიძე ვარაუდობს, რომ ქართული ოცნება ზიზღის ენას გამოიყენებს სალომე ზურაბიშვილის დასამცირებლად.

ეს იქნება მუდმივი თავდასხმები, იქნება ალბათ კიდევ გარკვეულწილად კონტრშეტევა, შეიძლება, რაღაც უფლებამოსილებებზე, ინსტიტუტის დაკნინებაზე, არ გამოვრიცხავ რადიკალური ჯგუფების მივარდნებსაც, არც სპონტანურ მივარდნებსაც. ეს არის რეალური შესაძლებლობა იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის ოცნების წინააღმდეგ, არის არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ წვრილმანი ხულიგნობა და ზოგადადმ, ძალადობის შემცველი მუქარებიც გვინახავს, ვფიქრობ, ყველაფერი მოსალოდნელია ამათი მხრიდან,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
 

მსგავსი სიახლეები