მე ვერ ვხედავ ნიკა გვარამიას "ნაციონალურ მოძრაობაში" - ხატია დეკანოიძე

23.06.23 14:57
მე ვერ ვხედავ ნიკა გვარამიას "ნაციონალურ მოძრაობაში" - ხატია დეკანოიძე

"სრულიად შესაძლებელია, ნიკა იყოს პოლიტიკაში, მას ვერ ვხედავ ნაციონალურ მოძრაობაში," - ასე აფასებს ხატია დეკანოიძე "მთავარი არხის" დამფუძვებლის გუშინდელ განცხადებას, როდესაც ნიკა გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არხის გენერალური დირექტორი აღარ იქნება.

სად გააგრძელებს ნიკა გვარამია საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძე გადაცემაში "დღის სტუმარი" აღნიშნავს, რომ ის ვერ ხედავს გვარამიას "ნაციონალურ მოძრაობაში". დეკანოიძის თქმით, იცის, რომ ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარია, თუმცა, სად გააგრძელებს ის საქმიანობას, ამ ეტაპზე, დეპუტატს ინფორმაცია არ აქვს.

ის აღარ აპირებს მთავარი არხის მართვას და სრულიად შესაძლებელია ნიკა იყოს პოლიტიკაში, მისი გამოცდილებიდან, ბექგრაუნდიდან გამომდინარე, გავლენიანი ფიგურა იყო ოპოზიციურ ფლანგზე. მე ცოტა ალბათ, ვერ ვხედავ ნიკას ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები და რას იტყვის ნიკა და ვფიქრობ, ცოტა ადრეა," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, პირდაპირ ტქვა, რომ ის მთავარი არხის გენერალური დირექტორი აღარ იქნება, თუმცა, სად გააგრძელებს საქმიანობას და იქნება თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები