პრეზიდენტის პოლიტიკური დემარში - ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე

23.06.23 15:05
პრეზიდენტის  პოლიტიკური დემარში - ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით "ოცნების" მიმართ ერთგვარი დემარში იყო. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილება შეცდომა იყო. 

ამის მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ვადა ბოლომდე უნდა ჩაამთავროს. 

არ იყო არანაირი პოლიტიკური მოტივი და ვერც იქნებოდა გვარამიას გასამრთლებაში ჩადებული და ამ აქტით თითქოს რაღაც პოლიტიკური დემარში გააკეთა, რაც პირველი, არის არასწორი, არის დიდი აცდენა რეალობიდან. პრეზიდენტს აქვს თავის ვადა დარჩენილი და მე ვფიქრობ, რომ ეს ვადა უნდა ჩაატაროს მიუხედავად იმისა, რამდენად დაპირისპირება მწვავეა ჩვენს პოზიციებსა და მის პოზიციებს შორის, - ამბობს ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები