პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა აიღო გვარამიას სამომავლო რადიკალურ პროცესებზე - მაჭარაშვილი

23.06.23 15:12
პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა აიღო გვარამიას სამომავლო რადიკალურ პროცესებზე - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამას გათვაისუფლებით ბევრი იტვირთა. ივანიშვილის დაჯგუფების წევრის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ყველა იმ რადიკალურ პროცესზე, რომელსაც მედიამენეჯერი მომავალში წარმართავს. 

პასუხისმგებლობა აიღო გვარამიას წარსულ ნეგატიურ პროცესზე და სავარაუდო სამომავლო ნეგატიურ პროცესზე. ყველა იმ რადიკალურ პროცესზე, რასაც გვარამია ახლა გააკეთებს, ეს პასუხისმგებლობა აიღო პრეზიდენტმა. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, მაგრამ შეძლებს ამ ტვირთის ტარებას, ყველა ერთად ვნახავთ, - ამბობს მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები