გვარამიას შეწყალებით სააკაშვილი ძალიან გახარებულია და გათავისუფლებას ულოცავს - შალვა ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის პირველი რეაქცია ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ - ინფორმაცია "ვივა-მედის" პალატიდან ცოტა ხნის წინ შალვა ხაჭაპურიძემ გამოიტანა. ადვოკატი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ფაქტით გახარებულია და ამის შესახებ სოცილრ ქსელში თავადაც დაწერს.
ძალიან გახარებულია, ულოცავს მას გათავისუფლებას და ამასთან დაკავშირებით ის თავის სოციალურ ქსელში გაავრცელებს განაცხადებას, - ამბობს ხაჭპურიძე.
ინტერესები დამცველი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის კიდევ უფრო მძიმეა.
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 63 კილოა. მე არ მინახია უკვე თითქმის 2 თვე და მას შემდეგ უფრო დამძიმებულია მისი მდგომარეობა, - ამბობს ხაჭაპურიძე.