გვარამიას დაპატიმრება აღმაშფოთებელი იყო და მისი გათავისუფლება ძალიან კარგია - გიული ალასანია

23.06.23 15:21
გვარამიას დაპატიმრება აღმაშფოთებელი იყო და მისი გათავისუფლება ძალიან კარგია - გიული ალასანია

გიული ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდნეტი ნიკა გვარამიას გათავისუფლებით გახარებულია. მიხეილ სააკაშვილის დედა მიიჩნევს, რომ მედიამენეჯერის დაპატიმრება იმთავითვე არასწორი და აღმაშფოთებელი იყო და კარგია, რომ ახლა ის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. 

ძალიან გახარებულია და აღნიშნავს კიდევ იმას, რომ  ძალიან კარგია, რომ არხიც გადარჩა. ერთგულება, თანადგომა, სოლიდარობა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. არ იყო სწორი მისი დაპატიმრება, სწორი კი არა, აღმაშფოთებელი ფაქტი იყო და ის, რაც მოხდა გუშინ, ეს იყო ძალია კარგი, - ამბობს ალასანია.  

მსგავსი სიახლეები