პოლიტიკური ზომბი, რომელსაც დიდი სხეული აქვს და არანაირი პრინციპები და გონება, ჩემთვის მისაღები არ არის - ბოკერია
ვის გვერდით დადგება ნიკა გვარამია - ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მთავარი არხის დამფუძნებელს აქვს შესაძლებლობა დიდი როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე.
დადგება თუ არა ნიკა გვარამია კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გვერდით - ამაზე პასუხი გიგა ბოკერიას არ აქვს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ ფიგურებთან დგომა მისთვის მიუღებელია.
გვარამიას შეუძლია ითამაშოს როლი, მაგრამ რა როილი იქნება, ეს ჯერ არ ვიცი. მაგრამ ერთ ადმაიანს ვერ დავაკისრებდი ამხელა პასუხისმგებლობას. ერთიანობა უნდა იყოს პირველ რიგში, მთავარ გზავნილებში და არა საარჩევნო კოალიციებში, რომელსაც უნდა მივუდგეთ საქმიანად და ერთი დიდი გაერთიანების იდეა მგონია პრაგმატულად წამგებიანი. პოლიტიკური ზომბი, რომელსაც დიდი სხეული აქვს და არანაირი პრინციპები და გონება, ჩემთვის მისაღები არ არის,“ - ამბობს გიგა ბოკერია.