ადრეც გვქონია ურთიერთობა გვარამიასთან, მაგრამ ნებისმიერ სხვა ტიპის პროცესზე საუბარი არის ნაადრევი - საბა ბუაძე

23.06.23 15:32
ადრეც გვქონია ურთიერთობა გვარამიასთან, მაგრამ ნებისმიერ სხვა ტიპის პროცესზე საუბარი არის ნაადრევი - საბა ბუაძე

სად იქნება ნიკა გვარამია - "ლელოს" წევრი საბა ბუაძისთვის ამის პროგნოზი ამ ეტაპზე ნაადრევია. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მთავარი არხის დამფუძნებელთან მის პარტიას კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა.

თუმცა, ითანამშრომლებს თუ არა გვარამიასთან ლელო, როგორც პარტია, ამაზე ბუაძე საუბრისგან თავს იკავებს.

ნაადრევი იქნება იმაზე საუბარი, თუ რა ფორმით შეიძლება განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა. ცხადია, რომ საქართველოს პროდასავლური პერსპექტივის გადარჩენის საქმეში, ჩვენ ადრეც გვქონია ურთიერთობა გვარამიასთან, მომავალშიც გვექნება, მაგრამ ნებისმიერ სხვა ტიპის პროცესზე საუბარი არის ნაადრევი,“ - ამბობს საბა ბუაძე.

ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, პირდაპირ ტქვა, რომ ის მთავარი არხის გენერალური დირექტორი აღარ იქნება, თუმცა, სად გააგრძელებს საქმიანობას და იქნება თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები