ვერ წარმომიდგენია ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდეს - იაგო ხვიჩია
"მე ვერ წარმომიდგენია ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდეს," - ეს განცხადება "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
დეპუტატი ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შესაძლო გამოჩენას ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ ის საზოგადოებამ "ნაციონალურ მოძრაობაში" იხილოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოვა პოლიტიკაში და შეცვლის. მას აქვს შანსი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ოდნავ ინტელექტი წაამატოს, ეს შანსი უნდა გამოიყენოს, ჩემი აზრით. ჩვენ ყველასთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ვისაც ეს უნდა. მე ვერ წარმომიდგენია ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდეს,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.