ნიკა გვარამიას და სააკაშვილს განსხვავებულ, სხვადასხვა ფლანგზე ვერ ვხედავ და ეს არც იქნება - ბოკუჩავა
"ნიკა გვარამიას და სააკაშვილს განსხვავებულ, სხვადასხვა ფლანგზე ვერ ვხედავ და ეს არც იქნება", - ასე ეხმაურება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ნიკა გვარამიას პოლიტიკურ არენაზე შესაძლო გამოსვლას.
იქნება თუ არა ნიკა გვარამია ნაციონალურ მოძრაობაში - ამ კითხვაზე თინა ბოკუჩავას პასუხი არ აქვს, თუმცა, ამბობს, რომ გვარამიას მსგავსი ფიგურის პარტიაში მისვლა, მათთვის დადებითი იმპულსი იქნება.
არის პროდასავლური ფლანგი და არის პრორუსული, მითუმეტეს პრეზიდენტ სააკაშვილს და გვარამიას, რომლებმაც საკუთარი თავი, თავისუფლება, სიცოცხლე სააკაშვილის შემთხვევაში, სასწორზე დადეს ამ ქვეყნისთვის, სხვა ფლანგს ვერც მოიაზრებენ. დარწმუნებული ვარ, რომ რა ამპლუაშიც არ უნდა ჩაერთოს აქტიურ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ნიკა გვარამია, ის უპირველესი ფლაგმანი იქნება იმის, რომ სწორედ მაქსიმალურად, გაერთიანებული ფლანგი არსებობდეს ოპოზიციურ ველზე იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული ოცნება. ნიკას არჩევანი თუ იქნება პარტიაში მოსვლა, ასეთი შესაძლებლობების ადამიანის პარტიაში შემოსვლა იქნება უდიდესი დადებითი იმპულსი ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც მე შემიძლია, რომ წინსწრებად ვისაუბრო,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.