გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციას - ბუნდესტაგის დეპუტატი
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, რობინ ვაგენერი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმება და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციას.
"საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რათა ეჩვენებინა მისი თავდადება ევროპული მომავლისთვის. პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციას. ასევე, საკამათო უცხოური გავლენების აგენტების კანონი ახლა ნამდვილად აღარ განიხილება. გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას". - წერს რობინ ვაგენერი.