პრეზიდენტზე თავდასხმები ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით გაგრძელდება - ბადრი ჯაფარიძე

23.06.23 16:31
პრეზიდენტზე თავდასხმები ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით გაგრძელდება - ბადრი ჯაფარიძე

„მასზე თავდასხმები გაგრძელდება ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით“, - ასეთი მოლოდინი ლელოს ერთ-ერთ ლიდერს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს და თვლის, რომ შეწყალების აქტის გამოყენება მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება დასავლეთისთვის. ლელოს ლიდერისთვის დღევანდელი განცხადებების მოსმენის შემდეგ, აშკარაა, რომ პრეზიდენტზე ქართული ოცნება იერიშს მიიტანს.

ძალიან დადებითი აქტია, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო, რომ თავს დაესხმოდა მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანა. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომლეიც არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ბოლო ხანებში მიდიოდა უარყოფითი ინფორმაცია საქართველოს მტავრობის ქმედებებიდან გამომდინარე,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას აბსურდულს უწოდებს, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა პასუხისმგებლობის ისრები ოპოზიციას და პრეზიდენტს დააკისრა. ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნების ბოლო წლების პოლიტიკა დეპოლარიზაციის გაღრმავება იყო, ხოლო პრეზიდენტის ნაბიჯი ამას შეამცირებს. 

მსგავსი სიახლეები