"შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი", "შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი" - კინემატოგრაფისტების საგანგებო მიმართვა

23.06.23 16:43
"შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი", "შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი" - კინემატოგრაფისტების საგანგებო მიმართვა

"შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი", "შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი" - კინემატოგრაფისტების მოტხოვნები უცვლელია. 

კინოცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც მეორე კვირაა, წულუკიანის რეპრესიებს აპროტესტებენ, კულტურის სამინისტროსთან პრესკონფერენცია გამართეს და საგანგებო მიმართვა წაიკითხეს. ამბობენ, რომ ნათქვამი, პროტესტის პარალელურად ისინი მზად არიან კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის და ამ მიზნით მათ გუშინ ოფიციალური წერილი შეიტანეს კულტურის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. 

ჩვენი ინფორმაციით, დღეს მინისტრთან შეხვედრა დაგეგმილია კინოს სფეროს 50-მდე წარმომადგენელთან. თუმცა ეს შეხვედრა დაიგეგმა გაუმჭვირვალედ და ჩვენ ამის შესახებ უშუალოდ სამინისტროსგან ოფიციალური ცნობა არ მიგვიღია. Მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა კინოს სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა სწორედ ჩვენი პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა.

ამონარიდი კულტურის სამინისტროს 20 ივნისის განცხადებიდან:

„ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას“, – ეს სამინისტროს სიტყვებია და ხაზგასასმელია, რომ დღეს გასამართი შეხვედრა სწორედ ამ მეთოდით, კულუარულად დაიგეგმა.

ჩვენი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე 50-დან, მხოლოდ სულ რამდენიმეა ისეთი კინემატოგრაფისტი, რომლებმაც საჯაროდ გამოხატეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად დასახელებული ორი კონკრეტული მოთხოვნა უნდა შესრულდეს. Მინისტრთან შეხვედრის დანარჩენი მონაწილეების საჯარო პოზიცია ამ დრომდე უცნობია.

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ კულტურის მინისტრის მიზანია კინოს სფეროს განვითარება და წარმატება, ამ წარმატებამდე მისასვლელი გზა სწორედ ამ მოთხოვნების შესრულებაზე გადის. სწორედ ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ უნდა დაიწყოს კინოს განვითარების სტრატეგიასა და რეორგანიზაციაზე ფიქრი. შეხვედრაც ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა ზოგად საკითხებს. Გარდა ამისა, შეუძლებელად მიგვაჩნია 50-კაციან ჯგუფში კინოცენტრის საკითხზე საქმიანი განხილვა მოხერხდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას კინოს სფეროს 500-მდე წარმომადგენელი და 300-მდე სტუდენტი აწერს ხელს, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, დღეს გასამართი შეხვედრა ვერ ჩაითვლება დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ნაწილად, რომლითაც მინისტრი თავის განცხადებაში თავს იწონებს.

მიუხედავად თეა წულუკიანის მხრიდან ცილისწამებისა და შეურაცხყოფისა, ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული, რადგან ჩვენთვის მთავარია შედეგი და მოვუწოდებთ მინისტრს, ორკვირიანი პროტესტის შემდეგ, 27 ივნისამდე, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, შეგვხვდეს ჩვენი კონკრეტული მოთხოვნების განსახილველად.

ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, არ დავიღლებით, არ დავთმობთ ჩვენსავე შემოქმედებით თავისუფლებას, მომავალი ხელოვანების თავისუფლებას და ამ ბრძოლას ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, “- ნათქვამია პროტესტის მონაწილეთა განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები