ადამიანების აზრის გამოხატვას არ აქვს პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან და ნუ გავამუქებთ ყველაფერს - მაკა ბოჭორიშვილი

23.06.23 17:09
ადამიანების აზრის გამოხატვას არ აქვს პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან და ნუ გავამუქებთ ყველაფერს - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების გამო ქართული ოცნების დეპუტატები აკრიტიკებენ. მმართველი გუნდის წევრებისთვის რთული წარმოსადგენია დეპოლარიზაციის შემცირება გვარამიას შეწყალების ფონზე.

"ქართულ ოცნებაში" ელიან, რომ დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მასზე თავდასხმის საბაბი, ამაზე ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია.

ადამიანების აზრის გამოხატვას, რომელიც არის ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება არანაირი საერთო არ აქვს პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან და ნუ გავამუქებთ ყველაფერს. თუ ასე ხედავს ევროკავშირი, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს დეპოლარიზაციაზე, ვნახავთ შეფასებებს, რომელიც გაკეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა, რთული წარმოსადგენია, ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა, პირიქით, ყოველთვის პოლარიზაციას და იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ რამენაირად მან ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას,“ - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

მსგავსი სიახლეები