დაცულია თუ არა პრეზიდენტის უსაფრთხოება - "ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ მოქალაქეებს ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ნეგატიური რეაქცია ექნებათ
ნიკა გვარამიას შეწყალება გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის და უკმაყოფილების საბაბი - ქართული ოცნების დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მოქალაქეებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ნეგატიური განწყობა ექნებათ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ თვლიან, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოებას პროტესტის გამო საფრთხე არ შეექმნება.
ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება და ეს არანაირად არ შეუწყობს ხელს დეპოლარიზაციას,“ - ამბობს გოგა კახიანი.
ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი მარიამ ჯაში პრეზიდენტს ინსტიტუტის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
ინსტიტუტის გამოყენება მოხდა არასწორად და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს მისი უდანაშაულობა რომ სჯეროდეს, მანამდეც შეიწყალებდა, მიმაჩნია, რომ არ იყო ეს მისი გადაწყვეტილება და არც ის მომწონს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუციას სამართლის, უზენაესობის დარღვევისთვის იყენებენ,“ - ამბობს მარიამ ჯაში.