რუსეთი ველური ცხოველივითა, რომელიც ადამიანებს ჭამს და თუ ველური ცხოველი ადამიანებს ჭამს, უნდა მოკლა - დუდა

23.06.23 17:29
რუსეთი ველური ცხოველივითა, რომელიც ადამიანებს ჭამს და თუ ველური ცხოველი ადამიანებს ჭამს, უნდა მოკლა - დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, რუსეთი ველური ცხოველივითაა, რომელიც ადამიანებს ჭამს.

როგორც დუდამ უკრაინულ ტელევიზიებთან ინტერვიუსას პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ველური ცხოველი ადამიანებს ჭამს, უნდა მოკლა.

"რუსეთს არ უნდა მიეცეს მოგების შესაძლებლობა, რადგან იგი წინ სვლას გააგრძელებს. ეს მის იმპერიალიზმს დაეხმარება. რუსეთი არის ველური ცხოველივით, რომელიც ადამიანებს ჭამს. თუ ველური ცხოველი ადამიანებს ჭამს, ხშირად ნათქვამია, რომ მას უნდა ესროლო და მოკლა, რადგან ის უკვე მიჩვეულია ადამიანების ხორცის ჭამას. იგივე ხდება რუსეთთან", - ამბობს დუდა ინტერვიუში. 

 

მსგავსი სიახლეები