"აქცია არის უვადო" - გაფიცული მაღაროელები მასშტაბურ აქციას აანონსებენ
"აქცია არის უვადო" - გაფიცული მაღაროელები მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ვიდეო მიმართვას მაღაროელები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. აქცია კვირას საღამოს 7 საათზე გაიმართება.
აქციის მონაწილეები მოსახლეობას მშვიდობიანი პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
მოგეხსენებათ ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩვენგან დაანონსებული აქცია უკვე მეთორმეტე დღეა, მაგრამ მე მინდა გესაუბროთ განსაკუთრებით კვირა დღის აქციაზე, რომელიც საღამოს 19:00 საათზე გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ გვყავს სტუდენტები დედაქალაქში, გვყავს რეგიონებიდან ხალხი, რომელიც მზად არის ჩვენთან ჩამოსავლელად, მაგრამ გარკვეული სამუშაო პირობებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ მათ სამუშაო საათებში აქ ჩამობრძანება.
კვირას, საღამოს 19:00 საათზე მე ყველას გეპატიჟებით აქციაზე. აქცია არის მშვიდობიანი, აქცია არის უვადო. მე მინდა შემოგთავაზოთ აქციის ფარგლებში თქვენი ჩართულობა იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის დღეს საქართველოში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაღაროელი.