სააკაშვილის მსგავსად, ზურაბიშვილმაც დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა, არ გამოვრიცხავ, რამე მოიფიქრონ და დაუწყონ ჩხიკინი - კორძაია

23.06.23 18:24
სააკაშვილის მსგავსად, ზურაბიშვილმაც დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა, არ გამოვრიცხავ, რამე მოიფიქრონ და დაუწყონ ჩხიკინი - კორძაია

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას არ გამორიცხავს დეპუტატი თამარ კორძაია. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების წინააღმდეგ წავიდა და ნიკა გვარამია შეიწყალა, დეპუტატის შეფასებით, ამ ნაბიჯმა ქართული ოცნება გააბოროტა.

თამარ კორძაია პარალელს მიხეილ სააკაშვილის გასამართლებასთან ავლებს და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მსჯავრდებული სწორედ შეწყალების გამო არის.

ბუნებრივია, ახლა არიან გაბრაზებული, გაბოროტებულები. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული არის შეწყალების გამო, სალომე ზურაბიშვილმაც დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა, არ გამოვრიცხავ რამე მოიფიქრონ და დაუწყონ ჩხიკინი ასე,“ - ამბობს კორძაია.

დეპუტატ კორძაიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ დიქტატორულ სისტემაზე დამყარებული პარტია და ფიქრობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი დავალების შემსრულებელი იქნებოდა.

ქართული ოცნება ძალიან დაბნეულად გამოიყურება. პირველი, ვერ ინელებს იმას, რომ დაკარგეს მართვის სადავეები - ეგონათ, რომ საქართელოს პრეზიდენტი მათი დავალებების შემსრულებელი იქნებოდა, მერე მინიმუმ, ფიქრობდნენ იმას, ორმ წინააღმდეგი ვერ წავიდოდა, უბრალოდ ვერ გაიაზრეს ევროპალამენტში პრეზიდენტის ნათქვამი ფრაზა, რომ მას ვერ დააშინებენ,“ - აცხადებს კორძაია.
 

მსგავსი სიახლეები