"ოცნების" ქმედებები დეპოლარიზაციის შესაძლებლობას თვითონ გააფერმკრთალებს, ისეთ გინებას ატეხავს - ხვიჩია
„ოცნების მიზანი ის არის, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის მხარეს გადააგდონ ოპოზიციის მხარეს და ჩვენ როგორ გავუშვებდით გვარამიას ევროპა კი არა, რაც გინდა ის იყოს, აი, პრეზიდენტმა, რომელმაც გვიღალატდა, განაცდა, გამოშვა ეს კაცი,“ - ასე ეხმაურება გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას პრეზიდენტის სასახლესთან.
იაგო ხვიჩიას თქმით, ქართული ოცნება სრულ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილს დააკისრებს და ამით ამომრჩევლების შენარჩუნებას შეეცდება.
იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პრეზიდენტსა და ოპოზიციას დააკისრა. ხვიჩიას შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მათთან აფილირებული ჯგუფების მოქმედებებთან, რადგან მაგალითად, ვატო შაქარიშვილმა ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დააანონსა.
ზოგადად, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ეს განცხადება, შეიძლება სწორი იყოს, იმიტომ, რომ მიმართულია საგარეო ურთიერთობებზე და იმ პროცესზე, რაშიც ქვეყანა საგარეო ურთიერთობაში არის, მაგრამ შეუთავსებელია ქოცებს რომ აქცია აქვთ ხვალ პირველ საათზე დაანონსებული და მტელი სამყარო რომ დაინახავს, რომ ქართული ოცნების ღია მხარდაჭერით, იმის გამო, რომ გვარამია გამოუშვეს და რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბოს, რომ ახლა ბურთი სხვის მოედანზეა დეპოლარიზაციისკენ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება. ქართული ოცნების ქმედებები დეპოლარიზაციის შესაძლებლობას თვითონ გააფერმკრთალებს, ისეთ გინებას ატეხავს და უკვე ატეხილი აქვთ სხვადასხვა არხების მეშვეობით,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.