ვარჰეის ზეპირი მოხსენებით ახალი ვალდებულებები გაჩნდა, რაც მანამდე 12 პუნქტში არ ეწერა - ნიკოლოზ სამხარაძე
"ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ზეპირი მოხსენებით ახალი ვალდებულებები გაჩნდა, რაც მანამდე 12 პუნქტში არ ეწერა", - გუშინ ჩვენ გზადაგზა ახალი საკითხების გაჩენის პირველი შემთხვევა ვნახეთ", - "ქართული ოცნება" ოლივერ ვარჰეის გამოსვლაში ახალ დირექტივებს ხედავს.
ვარჰეის მიმართ კრიტიკა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გაახმოვანა. სამხარაძის თქმით, ვარჰეის ზეპირი მოხსენებით საქართველოს 12 პუნქტის გარდა, კიდევ ახალი ვალდებულებები გაუჩნდა შესასრულებლად.
როდესაც ევროკომისარი გარკვეულ პროგრესზე ლაპარაკობდა, გარკვეულ პროგრესში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი კანონები, სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები მიიღო.
რაც შესასრულებელი დარჩა ეს არის პროცესი, რომელსაც ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო, რამდენად იქნება დაცული შეკრების თავისუფლება.
ყველაფერი ეს დამატებითი საკანონმდებლო აქტების მიღებას აღარ საჭიროებს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისი სასამართლო რეფორმაა, რომელიც ბოლომდე მიყვანილი არ არის და ამ სასესიო პერიოდში ბოლომდე იქნება მიყვანილი.
არის რეკომენდაცია აუდიო-ვიზუალურ დირექტივასთან საქართველოს თავსებადობაზე. საქართველომ შესაბამისი კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიიღო. შემდეგ ევროსაბჭომ ამ კანონპროექტზე გარკვეული რეკომენდაციები მიიღო. შესაბამისად, ევროკომისრის ზეპირ მოხსენებაში ახალი მოთხოვნა გაჩნდა, რომ მოხდეს კანონის ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან ჰარმონიზაცია.
აღსანიშნავია, რომ 12 რეკომენდაციის გადმოცემის შემდეგ, ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან რაიმე წერილობითი კომუნიკაცია არ ყოფილა. სადაც კონკრეტიკა იყო - დაკმაყოფილებულია, ხოლო სადაც ზოგადი რეკომენდაციები იყო, მივიღეთ დაკონკრეტება რა უნდა გაკეთდეს, რაც ჩემი აზრით, რთული დავალება არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ.