პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციაზე ხუთი ადამიანი მივიდა

23.06.23 19:11
პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციაზე ხუთი ადამიანი მივიდა

პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციაზე ხუთი ადამიანი მივიდა. საპროტესტო აქცია ორბელიანების სასახლესთან ამ წუთებში მიმდინარეობს.

სასახლესთან მისულები პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას აპროტესტებენ.

უკვე მეორე დღეა, რაც პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა, ერთკაციანი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილემაც ევროკავშირის დროშა დაწვა.

დღესვე საპროტესტო აქცია დაანონსა ძალადობრივი აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვატო შაქარიშვილმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები