პრეზიდენტმა შეწყალების შემდეგ ნასამართლეობა არ გამიქარწყლა - ირაკლი ოქრუაშვილი

23.06.23 19:16
პრეზიდენტმა შეწყალების შემდეგ ნასამართლეობა არ გამიქარწყლა - ირაკლი ოქრუაშვილი

მადლს შვრები და ბარემ მარილიც მოაყარე რა, ჩამიწერე შეწყალების აქტში რომ ნასამართლეობასაც მიქარწყლებ, - ამ სიტყვებით მიმართავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ირაკლი ოქრუაშვილი შეწყალების ირგვლივ არსებულ შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ნასამართლეობის სტატუსი მაინც აქვს, რაც არაერთი პრობლემის წინაშე აყენებს.

 

შეგიწყალათო, კიდევ ერთხელ ამოგვადინეს ცხვირში. ახლა მე მკითხეთ ეგეთი შეწყალება მინდოდა თუ არა?

სადაც მივდივარ ყველაგან მეუბნებიან - ბოდიში მაგრამ სამსახურში ვერ აგიყვანთ, ნასამართლევი ხართო. საზოგადოებას ხომ საერთოდ ვერ უბრუნდები სრულფასოვან წევრად ნასამართლევის სტატუსით და საერთოდ, ჩემმა შვილიშვილებმა სად გამოყონ თავი პაპა ნასამართლევი გვყავდაო. იარაღს რომ ვეღარ ვიფორმებ ეგ კიდევ ჯანდაბას.

მადლს შვრები და ბარემ მარილიც მოაყარე რა, ჩამიწერე შეწყალების აქტში რომ ნასამართლეობასაც მიქარწყლებ," - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

კეთილ საქმეს აკეთებდე და მაინც კეთილებს გაგინებდნენ ეგ რა საქმის გაკეთებაა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა. 

მსგავსი სიახლეები