ჩვენს ქვეყანაში უკიდურესი კონფრონტაციის წყარო არის, პირველ რიგში, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - ხიდაშელი

23.06.23 19:34
ჩვენს ქვეყანაში უკიდურესი კონფრონტაციის წყარო არის, პირველ რიგში, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - ხიდაშელი

ჩვენს ქვეყანაში უკიდურესი კონფრონტაციის წყარო არის, პირველ რიგში, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.
როგორ განვითარდება პროცესები ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ, ხიდაშელის თქმით, მთალიანად დამოკიდებულია მთავრობის რეაქციაზე. ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ პრეზიდენტზე შურისძიებაც გადაწყვიტოს.

ხიდაშელის თქმით, აქტიურ საარჩევნო ფაზაში შედის ქვეყანა, თუმცა, საარჩევნო პროცესი, მისი თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას გასული წლიდან დაწყებული აქვს.

მე არ ვარ ასე ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ნიკას გათავისუფლება აუცილებლად დეპოლარიზაციას გამოიწვევს, იმიტომ, რომ საქარტელოში დღეს უკიდურესად გამწვავებულ კონფრონტაციას და ფიზიკურ ძალადობას პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების წინააღმდეგ, არ აქვს ერთი წყარო ან ერთი კონკრეტული საწყისი, რომ ის ჩაკეტო, რომ პრობლემა ამით მოიხსნას. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული არის იმაზე, როგორი რეაქცია ექნება სინამდვილეში, არა 24-საათიანი ან 48-საათიანი თავშეკავების რეჟიმში, არამედ სინამდვილეში, როგორი რეაქცია აქვს ხელისუფლების პირველ პირებს პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. გვარამიას გათავისუფლებამ შეიძლება თანამბრად გამოიწვიოს, როგორც კიდევ უფრო მეტად გამწვავება ამ პოლიტიკური კონფრონტაციის, ასევე დეპოლარიზაცია,“ - ამბობს ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები