სად მიდის ნიკა გვარამია?
სად მიდის გვარამია? რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ მთავარი ინტრიგა ჯერ პასუხგაუცემელია. ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დატოვა განცდა, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი პოლიტიკას ირჩევს. იქნება თუ არა გვარამიას დასაყრდენი „ნაციონალური მოძრაობა“ - ამ კითხვაზე თავად პოლიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი თვლის, რომ კეზერაშვილის და მერაბიშვილის ჩრდილქვეშ ყოფნას გვარამია არ დათანხმდება, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანი საკითხია სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც ნიკა გვარამიას მეგობარი და თანამებრძოლია.
ოპოზიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ გვარამიამ დამოუკიდებელი პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს და ახალი ძალა შექმნას, სადაც როგორც ახალ სახეებს ასევე“ ნაცმოძრაობიდან“ წასულ ლიდერებსაც გააერთიანებს.
თითქმის სრული პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ მისი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა სერიოზულ გავლენას იქონიებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რა გზას აირჩევს ნიკა გვარამია - ეს ინტრიგა მანამდე დარჩება, პასუხს თავად „მთავარი არხის“ დამფუძნებელი არ გასცემს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.