„გვარამიას გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია“ - დასავლეთი პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებს

23.06.23 20:15
„გვარამიას გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია“ - დასავლეთი პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებს

ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დასავლეთიდან  პირველმა რეაქციებმაც არ დააყოვნა.  ყველა ვინც, ფიქრობდა, რომ მედიამენეჯერი „ოცნებამ“ ციხეში უსამართლოდ გაუშვა, ახლა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას  ქვეყნის ინტერესების დაცვად აფასებს. „ეს იყო წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე“ - ასეთია გზავნილი დასავლეთიდან. 

კიდევ  უფრო მეტი თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.  კელი დეგნანი  დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი ერთპიროვნულად გამოსცა და ამით ქვეყნის პრეზიდენტმა  საზოგადოების გახლეჩვის პროცესის შეაჩერა.  

ევროპელი პოლიტიკოსები,  დიპლომატებიი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტებიი -  ყველა, ქართული ოცნების გარდა თანხმდება, რომ გვარამია უკანონო პატიმარი იყო და  თავისუფლებას  იმსახურებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები