ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის საქმეზე უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება - ადვოკატი

23.06.23 19:41
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის საქმეზე უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება - ადვოკატი

ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის საქმეზე უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ავრცელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ.

რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი;

უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“,- განაცხადა ლაშა კალანდაძემ.

მსგავსი სიახლეები