როდესაც გვარამია იყო პოლიტიკაში, ეს არ იყო საუკეთესო წლები მისი ცხოვრების - ხიდაშელი
ჩემი გადასახედიდან, როდესაც გვარამია იყო პოლიტიკაში, ეს არ იყო საუკეთესო წლები მისი ცხოვრების, - ეს განცხადება სამოქალაქო იდეის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა გააკეთა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პოლიტკაში შესაძლო გამოჩენას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ ნიკა გვარამია იმ მიდგომებს შეცვლის, რომელიც წლების წინ პოლიტიკაში ყოფნის დროს ჰქონდა.
ნიკა გვარამია იყო უკვე პოლიტიკაში, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა და ჯერ რომ არ გვინახავს ისეთი ამბავი. ჩემი გადასახედიდან, როდესაც ის იყო პოლიტიკაში, ეს არ იყო საუკეთესო წლები მისი ცხოვრების, ამიტომ იმედი მაქვს, რომ თუ ისევ აპირებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ალბათ, არ იქნება იმ ტიპის და გადახედავს იმ მიდგომებს, რომელიც როდესაც პოლიტიკაში იყო მაშინ ჰქონდა,“ - ამბობს ხიდაშელი.