საფრთხე რეალურია! დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან - გახარია მთავრობას მიმართავს

24.06.23 10:40
საფრთხე რეალურია! დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან - გახარია მთავრობას მიმართავს

"პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს  უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან. 
საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.
მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო". - წერს გახარია

მსგავსი სიახლეები