საქართველოს მთავრობამ რაო? ან თავდაცვამ? ან სუსმა? უსაფრთხოების საბჭო? - ხიდაშელი

24.06.23 11:35
საქართველოს მთავრობამ რაო? ან თავდაცვამ? ან სუსმა? უსაფრთხოების საბჭო? - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს მთვარობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს მთავრობამ რაო? ან თავდაცვამ? ან სუსმა? 
უსაფრთხოების საბჭო? 
საზღვრები? 
ფრენები? 
არ ვიმჩნევთ თუ ჩანს სიცოცხლის ნიშანი ინგოროყვაზე?- წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს

მსგავსი სიახლეები