"ქართული ოცნება", ჩვენ ასე მოვიქცეოდით, თქვენ რას აპირებთ? - მამუკა ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსეთში მიმდინარე მოვკლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მთავრობას საკუთარ სამოქმედო გეგმას სთავაზობს და მმართველ გუნდს ეკითხება, თუ რას აპირებენ.
ჩვენ ასე მოვიქცეოდით:
1.ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა
2.საზღვრების შეზღუდვა/ჩაკეტვა
3.ვიზების შემოღება
4.მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის
ქართული ოცნება, თქვენ რას აპირებთ?"- წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს