ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას რუსეთში, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია - მიშელი
ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება.
მიშელი წერს, რომ ევროპელ ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთში არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის შიდა საკითხია.
ევროპელ ლიდერებთან და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რუსეთში არსებულ ვითარებას.
ეს აშკარად რუსეთის შიდა საკითხია.
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკისადმი არის ურყევი.