მოვუწოდებ ვაგნერელებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ - პატრიარქი კირილი პუტინს მხარდაჭერას უცხადებს

24.06.23 14:59
მოვუწოდებ ვაგნერელებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ - პატრიარქი კირილი პუტინს მხარდაჭერას უცხადებს

სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს და ვაგნერელებს   დაფიქრებისკენ მოუწოდებს. 

მიმართვაში, პატრიარქი კირილი  ამბობს, რომ ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც არ აქვს გამართლება.

"როდესაც მტრები ყველა ღონეს ხმარობენ რუსეთის განადგურებისთვის, ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც არ აქვს გამართლება. როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც აიღო იარაღი და მზად არის გამოიყენოს იგი თავისი ძმების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. მე მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილებისკენ". - ამბობს კირილი. 

 

მსგავსი სიახლეები