რაღა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო - ხაბეიშვილი

24.06.23 15:38
რაღა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო - ხაბეიშვილი

რაღა მარგარეტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს შეკრებას არ აქვს აზრი, რადგან ეს არა საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ "პუტინის საამებლად შეკრებას" ნიშნავს.

ხაბეიშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი სწრაფად და უპირობოდ ჩაკეტოს.

"ჩვენ მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ, არანაირი უშიშროების საბჭო საქართველოში არ არსებობს, არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას. რაღა მარგარეტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო.

ამიტომ, რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი, რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ.

პირველი: სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, სასწრაფოდ და უპირობოდ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი", - თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები