ახლა აღარ ახსოვთ რუს კობახიძეს და ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი რომ ცხოვრობს რუსეთში? - ხაბეიშვილი
ახლა აღარ ახსოვს რუს კობახიძეს და ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი რომ ცხოვრობს რუსეთში? - ლევან ხაბეიშვილმა, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე და თქვა, რომ მათი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში უსაფრთხოდ უნდა დააბრუნონ.
ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენს მოქალაქეებს სამოქალაქო ომის პირობებში, "გაუგებრობა და უბედურება რომ ხდება პუტინის რუსეთში", დახმარება სჭირდებათ.
"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და რუს ირაკლი ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთშიო, რომ ამბობდნენ. ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. თუ მარტო შავი ფული და მოპარვას და პუტინის ინტერესებს რომ სჭირდება, მაშინ გახსენდებათ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ?
ამასობაში, ამ ჩვენს მოქალაქეებს ამ სამოქალაქო ომის პირობებში, გაუგებრობა და უბედურება რომ ხდება პუტინის რუსეთში, დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს მათ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებას, მათი სურვილის შემთხვევაში, ცხადია", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.