საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს და არის რისკები, რომ რუსულ ქაოსს ჩავყვეთ - ქუთელია

24.06.23 18:04
საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს და არის რისკები, რომ რუსულ ქაოსს ჩავყვეთ - ქუთელია

ექსპერტი სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მთელი ფსონი რუსეთზე და პუტინის რეჟიმზე აქვს დადებული, შესაბამისად, ქუთელიას თქმით, ძნელია იმაზე საუბარი, რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, რომელიც არალეგიტიმურია.

ქუთელია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს და არის რისკები, რომ რუსულ ქაოსს ჩავყვეთ.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მთელი ფსონი დადო რუსეთზე და პუტინის რეჟიმზე, როდესაც დანარჩენი ცივილიზებული სამყარო მას უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, როდესაც გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომლის მთვარი ძალაუფლების წყარო სწორედ რუსეთია. ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ, პირიქით, აქ რისკები გაზრდილია, რომ ჩვენ ამ რუსულ ქაოსს შეიძლება ჩავყვეთ. რუსეთი დიდი ხანი დარჩება არასტაბილურობის წყარო, განსაკუთრებით მისი მეზობელი დემოკრატიებისთვის, ამიტომ, ჩვენ პირველი რაც გვჭირდება, ეს ლეგიტიმური ხელისუფლებაა, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან აგმომდინარე იმოქმედებს". - ამბობს ბათუ ქუთელია. 

მსგავსი სიახლეები