ძვირფასო ქართველებო, თქვენი მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ თავთან ომშია - კინზინგერი

24.06.23 18:13
ძვირფასო ქართველებო, თქვენი მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ თავთან ომშია  - კინზინგერი

აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ქართველებს მიმართავს და წერს, რომ მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ თავთან ომშია .

კინზინგერი ქართველებს მიმართავს, ქვეყნის რუსეთისთვის მიყიდვის უფლება მთავრობას არ მისცენ.

„ძვირფასო ქართველო ერო და ქართველო ხალხო: თქვენი მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც ომშია საკუთარ თავთან. საქართველოს დასავლეთით უნდა წასვლა, არ მისცეთ თქვენს მთავრობას უფლება [საქართველო] რუსეთს მიყიდოს“, - წერს კინზინგერი.

მსგავსი სიახლეები