"ოცნება" VS პრეზიდენტი - რას უპირებენ ზურაბიშვილს?
პრეზიდენტის ოთხშაბათის ბრიფინგის შემდეგ ქართული ოცნება დიდ საგონებელშია ჩავარდნილი - ერთი პარტიის ორი დანაყოფი და მათზე უფრო რადიკალური ჯგუფები ერთმანეთის პარალელურად ფიქრობენ როგორ დასაჯონ, გააჩუმონ და შეაჩერონ სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის დასასჯელად ქართული ოცნებას მხოლოდ სურვილი აქვს ბერკეტები არა. ამიტომ მხოლოდ იმუქრებიან და ლანძღავენ. ასპარეზზე ხალხის ძალა ძველი გზავნილით - "პრეზიდენტი აგენტია".
ოლიგარქის აზრების გამხმოვანებელი პოლიტიკური ჯგუფი ზურაბიშვილის ეუბნება, რომ "ხალხმა შესაძლოა, ვადა ბოლომდე არ მიაყვანინოს".
ვადაზე ადრე ზურაბიშვილის სახლში გაშვება მხოლოდ კონსტიტუციით შეიძლება - იმპიჩმენტის წესის ამოქმედებით. ეს პროცედურა კი მაშინ იწყება როცა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ.
იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად "ქართულ ოცნებას" 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, მაგრამ საქმე ბოლომდე რომ მიიყვანოს, ხმა საკითხს 100-მა დეპუტატმა უნდა მისცეს. ყაველაშვილის დანაყოფის ჩათვლით მმართველ ძალას საკანონმდებლო ორგანოში ახლა 84 მანდატი აქვს. საჭიროა კიდევ 16 ხმა. 16 დეპუტატის პოვნა კი ვინც გვარამიას შეწყალების გამო ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს ამ ეტაპზე შეუძლებელი ჩანს.
გამორიცხულია, პრეზიდენტს ჩამოართვა შეწყალების უფლებაც, მაშინ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ, ეს ხმები "ქართულ ოცნება" არ აქვს . დარჩა მხოლოდ პოლიტიკური თავდასხმა, ლანძღვა და პრეზიდენტის ხალხის მტრად შერაცხვის კამპანია.
საფრთხე რეალურია - ქუჩაში თავდასხმების გამოცდილება ამ ხელისუფლების მიერ მართულ ძალებს უკვე დაუგროვდათ. დაიწყეს ქვებით, გააგრძელეს ცოცხებით და კოკა-კოლას ბოთლებზე გადავიდნენ. ამიტომ როგორც მინიმუმ ძალადობის წამქეზებელმა ხელისუფლებამ - პირველ რიგში კი ანზორ ჩუბინიძემ ზომები უნდა გაამკაცროს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია პასუხისმგებელი.
ქართული ოცნება VS პრეზიდენტი - ყველა დეტალი ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში