საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად - სააკაშვილი
მიხეილ საკაშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად.
მისი თქმით, "რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველომ თბილისი არ დათმო"
"რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად! - წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხს ეხმაურება.