პუტინის მონდომების წყალობით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები წარმატებით დასრულდება- ბჟანია

24.06.23 19:42
პუტინის მონდომების წყალობით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები წარმატებით დასრულდება- ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წყალობით, წარმატებით დასრულდება.

ბჟანია სრულ მხარდაჭერიას უცხადებს რუსეთის პრეზიდენტს.

"ვაგნერის ლიდერების მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით, მე ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს კანონისა და წესრიგის დამყარების მიზნით.

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ პუტინის მონდომებისა და სიბრძნის წყალობით, [რუსეთში] მიმდინარე მოვლენები წარმატებით დასრულდება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად", - ამბობს ბჟანია.

 

მსგავსი სიახლეები