საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება - პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშილი მთავრობას საზღვრის კონტროლის გამკაცრებისა და სავიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება.
მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა იყოს განხილული. დროს აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ.
ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.