საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას - პრეზიდენტი

24.06.23 20:25
საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების საბჭომ უნდა განიხილოს რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეაქციები.

სალომე ზურაბიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას.

საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ სეპარატისტებს საშუალება, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება და საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა აგავიმეორებთ. და ბოლოს, აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან უნდა გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და კონუმიკაცია. 

მსგავსი სიახლეები