საქართველო უნდა გათავისუფლდეს, პუტინის რეჟიმისგან! - რუსი პოლიტიკოსი
რუსი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბარავოი საქართველოს ხელისუფლებას პუტინის ხელდასმულს უწოდებს - „დასავლური არჩევანის“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილს "პუტინის კაცს" უწოდებს.
მისი თქმით, რუსეთში მიმდინარე პროცესების ფონზე ნათლად გამოჩნდა, რომ პუტინის გარშემო მისი მომხრეებიც, "საბჭოთა ანასხლეტებიც" იშლებიან.
"პუტინი დღეს საქართველოში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. საქართველომ უნდა ისწავლოს ჭკუა. ის უნდა გათავისუფლდეს ივანიშვილისგან, პუტინის წარმომადგენლებისგან. ეს ყველაფერი ძალიან გავს 1991 წელს, როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამას მოჰყვა ძალიან მძიმე პროცესები, ვნახეთ, რა ფასი გადაიხადეს ქართველებმა, როცა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქართველებს ნიჩბებით დაუპირისპირდნენ. ახლა საქართველომ უნდა გამოიყენოს შანსი გათავისუფლდეს პუტინის და პროპუტინისტი მმართველებისგან. ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფო და გათავისუფლდეს ამ საბჭოთა აზროვნების პუტინის რეჟიმისგან "- აცხადებს ის.
"შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინტერვიუ კონსტანტინ ბარავოისთან ვრცლად ნახეთ აქ