ქართული კომპანიები, რომლებიც რუსეთს ელექტროტექნიკით ამარაგებენ
ვინ აქცია საქართველო ჩასაძირად განწირული პუტინის მაშველ რგოლად - რუსეთსა და საქართველოს შორის ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახლა მანქანებს 39 გამტარი ზოლი ემსახურება, თუმცა მაგისთანების გატარებას ესეც ვერ აუდის - ელექტრო ტექნიკა, ტრაქტორის ნაწილები, ძვირადღირებული ავტომობილები, ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები, პროდუქტი ეს ყველაფერი დასავლეთისგან სანქცირებულ რუსეთში საქართველოს გავლით შედის.
საზღვრის კვეთის რიგში მდგომ ტრაილერებს შორის "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა კომპანია, რომელსაც რუსეთში ელექტრო ტექნიკა მიაქვს - "გლობალ დისტრიბუშენი" ერთ-ერთია იმ 5 ქართულ კომპანიას შორის, რომელსაც საქართველოდან რუსეთში ელექტროსაქონელი გააქვს.
ელექტროტექნიკის ექსპორტი საქართველოდან რუსეთში დასავლეთის შეშფოთების მიზეზი ხდება, თუმცა ეს "გლობალ დისტრუბეშნის" მფლობელს არ ადარდებს, მან რუსეთში ფულის შოვნის ახალ გზა გაჭრა.
მამუკა ბაზაძე წყობიდან კითხვის დასმისთანავე გამოდის და კაბინეტში იკეტება. "შაბათის ეთერს" აინტერესებდა, როდესაც ელექტროტექნიკის მსოფლიო ბრენდებმა რუსული ბაზარი დატოვეს, რატომ ამარაგებს ის ოკუპანტ სახელმწიფოს.
საქართველოში ელექტროტექნიკას არ აწარმოებს, ბაზაძის კომპანია საქონელს უცხოეთში ყიდულობს, ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს პროდუქციის მიწოდებაზე უარს ეუბნებიან და სავარაუდოდ ისე რომ მწარმოებელმაც არც კი იციან, ელექტროტექნიკა რუსეთში გააქვს.
ტექნიკის ექსპორტი რუსეთში - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი