პროგოჟინმა გაგვაწბილა, მაგრამ რუსეთმა ზიანი მიიღო - ბანანის რესპუბლიკად გამოჩნდა - გია ნოდია

24.06.23 22:29
პროგოჟინმა გაგვაწბილა, მაგრამ რუსეთმა ზიანი მიიღო - ბანანის რესპუბლიკად გამოჩნდა - გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგოჟინის უკან დახევით გაწბილებულია,  მაინც ფიქრობს, რომ რუსეთმა ზიანი მიიღო, რადგან ის ბანანის რესპუბლიკად გამოჩნდა.

დღეს იყო ამ ომის ყველაზე უცნაური დღე. პროგოჟინმა გაგვაწბილა, იმიტომ რომ რუსეთის ახალი სამოქალაქო ომი ვერ შედგა. ამ ეტაპზე რუსეთმა არ მიიღო იმხელა ზიანი, რის მიღებასაც ველოდით და გაგვიხარდებოდა.

მაგრამ მან ზიანი მაინც მიიღო, რადგან ბანანის რესპუბლიკად გამოჩნდა. მისი, როგორც შედარებით ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი დაიმსხვრა.

პრიგოჟინის საგა, თუ ის უახლოეს დღეებში არ მოკლეს, გაგრძელდება და პუტინისთვის უდიდეს თავის ტკივილად დარჩება. თუ მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა გაბედა, მას ეს შერჩა, პუტინის როგორც მაფიის ლიდერის ავტორიტეტი განადგურებულია. ამის შემდეგ კი ის რაღა პუტინია?- წერს ნოდია.

მსგავსი სიახლეები