ჩაშლილი სამხედრო ამბოხი თუ პუტინის გეგმა - გიორგი მარგველაშვილი პრიგოჟინის მხრიდან ტაქტიკურ მანევრს არ გამორიცხავს

24.06.23 23:08
ჩაშლილი სამხედრო ამბოხი თუ პუტინის გეგმა - გიორგი მარგველაშვილი პრიგოჟინის მხრიდან ტაქტიკურ მანევრს არ გამორიცხავს


სამხედრო ამბოხის იმიტაცია თუ პუტინის გეგმა, უკრაინაში მიმდინარე ომის ლავირებისთვის? - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილს იმიტაციის ვერსიის დაჯერება უჭირს. 

მარგველაშვილი პრიგოჟინის მხრიდან არც ტაქტიკურ მანევრს გამორიცხავს. 

"ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რატომ დაიწყო ეს ქმედება პრიგოჟინმა და შემდეგ რატომ გააჩერა, თუ გააჩერა და თუ არ არის ეს ტაქტიკური მანევრი მისი მხრიდან. ლოგიკა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამაში რაღაცა ტიპის პოლიტიკური თამაში დავინახოთ. მითუმეტეს, მაშინ, როცა რამდენიმე საათში ერთვება ქვეყნის პრეზიდენტი, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას აძლევს მომხდარს, არ ტოვებს არანაირ ლუფტს, ამბობს რომ ეს ხალხი გამყიდველია და მათი ლიკვიდაციაა საჭირო. 

ვერ ვხედავ, რომ ეს პუტინისთვის გაწეული თამაში იყო, თუ პრიგოჟინი საერთოდ გაჩერდა და ვაგნერმა გააჩერა ოპერაცია რაიმე ფირმით, მაშინ მე ვვარაუდობ, რომ რაღაცა შეიცვალა გეგმებში, რომელიც მანამდე გეგმაში იყო. რადგან არ შეიძლება ამხელა კონტიგენტის დაძვრა სპონტანური ყოფილიყო"- თქვა მარგველაშვილმა. 

მარგველაშვილი ვარაუდობს, რომ ბოლო წუთს "ვაგნერის" მოკავშირე საქმეში ბოლო წუთს არ ჩაერთო. 

მსგავსი სიახლეები