გუშინ რუსული ჯარის დემორალიზება მოხდა, ეს დასასრული არ არის - კობა ნაროუშვილი
ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ "ვაგნერის" აჯანყებით რუსეთს დიდი ზიანი მიადგა. კობა ნაროუშვილი ამბობს, რომ გუშინ რუსული არმიის დემორალიზება მოხდა. ექსპერტი ფიქრობს, რომ პრიგოჟინის აჯანყებას გაგრძელება მოყვება, რადგან ვაგნერი ხელმძღვანელის უკან რუსული მმართელი ელიტის ნაწილი დგას.
უზარმაზარი ზიანი იადგა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დემორალიზება მოხდა მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების, იმიტომ, რომ ყველა დაბნეული იყო, როგორც ფრონტის წინა ხაზზე მყოფი, ასევე სრულიად შეიარაღებული ძალები, ასევე 6 საფრენი აპარატების განადგურება მოხდა თავისი ეკიპაჟებით და ასეთი იმიტაციები არ ხება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში არაფერი დასრულებულა. ყველანი ვხვდებით, რომ პრიგოჟინი მარტო არ არის და პრიგოჟინის უკან მოსკოვში მმართველი ელიტების ნაწილი დგას. ყველაზე სუსტი ფიგურა დღეს აღმოჩნდა პუტინი, - ამბობს ნაროუშვილი.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ "ვაგნერის" დაჯგუფება რუსეთის პრეზიდენტს აუჯანყდა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის გახორციელება დააანონსა. უკვე გუშინ ვაგნერელები მოსკოვთან 200 კმ იყვნენ, როდესაც საქმეში ბელარუსის პრეზიდენტი ჩაერთო. ალექსანდრ ლუკანშენკომ ევგენი პრიგოჟნთან მოლაპარაკებები აწარმოა, რის შემდეგაც პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ წასვლა გადაიფიქრა და ვაგნერელები გზიდან უკან გაატრიალა.