პრიგოჟინის გეგმებში რაღაც შეიცვალა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოკავშირე საქმეში აღარ ჩაერთო - მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გუშინ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ფიქრობს, რომ პიგოჟინის გეგმებში რაღაც შეიცვალა. გიორგი ამრგველაშვილი პროცესებში კიდევ ერთი მოკავშირის როლს არ გამორიცხავს, რომელიც არ გამოჩნდა, რადგან საქმეში აღარ ჩაერთო.
ვერ ვხედავ კონსპირაციულ თეორიას, რომ ეს პუტინისთვის გაწეული თამაში იყო. მე უფრო მჯერა, რომ თუ საერთოდ გაჩერდა ამ ეტაპზე პრიგოჟინი და ვაგნერი აღარ გააგრძელებს ამ ოპერაციას ამა თუ იმ ფორმით, მაშინ მე ვვარაუდობ, რომ რაღაც შეიცვალა იმ გეგმებში, რომელიც იყო მანამდე დალაგებული. ამხელა კონტიგენტის გადაადგილება და მათი მოძრაობა, მარში თავისთავად, შეუძლებელია ყოფილიყო სპონტანური ქმედება. უფრო ვვარაუდობ, რომ ვიღაცამ უარი თქვა ამ საქმეში ჩართულობაზე, რომელიღაცა სხვა მოკავშირემ, რომელიც ჩვენ ვერ დავინახეთ, იმიტომ, რომ ის მოკავშირე არ ჩაერთო ქმედებაში, - ამბობს მარგველაშვილი.